გოჩა მირცხულავა: როცა ვიზიტად მყოფს, ნანუკაზე გიხდება კომენტარის გაკეთება, ეს ხელისუფლების უმძიმეს მდგომარეობაზეც მეტყველებს. ნანუკა ჟორჟოლიანი – ჯერ არ მოსულხარ და უკვე დააფეთე…

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
რატომ მგონია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი, თუ მოინდომებს ბურთსაც აკენწლავს უმაღლესი თანამდებობის პირზე მეტჯერ და ბევრად ავტორიტეტულადაც იმსჯელებს პოლიტიკაზე.
ადრეც დავწერე – ნანუკა 2004 წელს ვნახე ახლოს პირველად – ბათუმში.
ასლან სმირბას ველაპარაკები – ნანუკა ფანჯრის “პადაკოლნიკზეა” ჩამომჯდარი, ირგვლივ უამრავი ჟურნალისტი ირევა. უცებ მაწყვეტინებს თავაზიანად (!) და მეუბნება – (ლიტრას ეუბნებოდნენ და, კოკავ, შენ გესმოდესო) ზუსტად ეს კადრია – პურ-მარილით რომ არ გვხვდებიან გასაგებია, წყალიც ენანებათ სტუმრებისთვის?
სმირბა დაიბნა – მეც ხომ სტუმარი ვიყავი და უცებ ნანუკას ეუბნება – შორს წახვალ შენ, შორს!
ნანუკა: – ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და თქვენ წახვალთ ჩვენზე ადრე.
ამიტყდა სიცილი.
სმირბა: – არც მე არ ვაპირებ არსად წასვლას.
მე: – ნუ, მინიმუმ, წყალზე მოგიწევს ჯერ.
სმირბასაც გაეცინა – კი, მაგაში მართალი ხარო.
ნანუკა: მარილზე წასასვლელ-გასასვლელად მე არავინ მემეტება…
წყალი მოგვიტანეს. ასლანი ნანუკას უყურებს და ეღიმება, ნახე რა ორაზროვანი რამე მითხრაო.
რატომ გამახსენდა ეს? პრემიერმა ბრძანა: “რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში”.
ნანუკას იმ დროინდელ ფრაზის -“თქვენ წახვალთ ჩვენზე ადრე” ინტერპრეტაციას გავაკეთებ. როცა ვიზიტად მყოფს, ნანუკაზე გიხდება კომენტარის გაკეთება, ეს ხელისუფლების უმძიმეს მდგომარეობაზეც მეტყველებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი – ჯერ არ მოსულხარ და უკვე დააფეთე… აწი, ალბათ, ცხონებული იპოლიტეს ხმით არაერთხელ მოვისმენ მავანთაგან – “წყალიიი…”
😂😂😂😂😂
ძაან სასაცილოა მართლა ყველაფერი უკვე – რა იქეთ რა აქეთ:)) ნუ ტირილისთვის ცრემლები გაგვიშრა ცხადია…