სალომე სიმონია: ჩვენი თავდაცვის მინისტრის მსგავსად, ცოტა ხნის წინ, ჩინეთის 2 თავდაცვის მინისტრიც კორუფციაში ამხილეს. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ორივეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ჩვენი თავდაცვის მინისტრის მსგავსად, ცოტა ხნის წინ, ჩინეთის 2 თავდაცვის მინისტრიც კორუფციაში ამხილეს. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ორივეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
ჩინეთი 167 ქვეყანას შორის დემოკრატიის ინდექსით 148-ე ადგილზეა (ბრიტანული „ეკონომისტის“ ინდექსის მიხედვით)
პოლიტიკური უფლებები ჩინეთში საერთოდ არ არსებობს, სამოქალაქო უფლებებს კი, შესაძლო 100-დან მხოლოდ 9 ქულა ენიჭება.
კომუნისტური პარტია აკონტროლებს მედიას, ინტერნეტს, რელიგიას, უნივერსიტეტებს, ბიზნესსა და აბსოლუტურად ყველა მიმართულებას.
ოცნება კი იბრიქება ორ ფეხზე ვდაგავართ, სუვერენიტეტს ვიცავთო, მაგრამ 2023 წელს, როცა ჩინეთის ელჩმა მის ოფიციალურ განცხადებაში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა, ამაზე ოცნებას არანაირი რეაგირება არ ჰქონია.
გარდა ამისა, ჩინეთს მხარი არასდროს დაუჭერია გაეროს რეზოლუციისთვის, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების უფლებას ადასტურებს.
ხმის მიცემისგან წელსაც შეიკავეს თავი, რაზეც გუშინ კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთის მიზეზებს პატივს ვცემო.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩინეთი ეკონომიკურად სუსტ, განვითარებად ქვეყნებზე მსხვილ სესხებს გასცემს, რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის ხელსაყრელი და კაბალური პირობებით.
ისეთი პირობებით, რომ ამჟამად, აფრიკის, ლათინური ამერიკის, ბალკანეთის, შუა აზიის უამრავი ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით გაკოტრების წინაშე დგას ჩინეთის წინაშე აღებული ვალების გამო.
2021 წელს, ოცნებამ ევროკავშირის დაბალპროცენტიანი სესხი 75 მლნ დოლარის ოდენობით არ აიღო, თუმცა იმავე პერიოდში აზიის განვითარების ბანკიდან 115 მლნ დოლარი ისესხა. ხოლო, „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი“ მთავრობის ყველაზე მსხვილი კრედიტორი გახდა.
რუსებს და არაბებს ხომ მიჰყიდეს / გადასცეს ჰესები, მიწები, წიაღისეული და სხვა რესურსები. ჩინურმა სამშენებლო კომპანია “ჰუალინგმა” ხომ შეიძინა ლიბერთი ბანკი; ჩინური კომპანიები ხომ აშენებენ ხიდებს, მაგისტრალებს, გვირაბებს – ხშირად დარღვევებით. ანაკლიის პორტსაც ხომ უმიზნებენ ?
და თუკი რაიმე დარჩა ამ ქვეყანას, იმასაც საფრთხის ქვეშ აყენებს ოცნება ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭებით, ვერ/არ აღდგენით – ოღონდ ძალაუფლებაში დარჩნენ და ოღონდ რაც შეიძლება მეტად და უფრო გამდიდრდნენ.