პესკოვი ზელენსკის ღია წერილზე – ვლადიმერ პუტინს ჯერ შესაძლებლობა არ ჰქონია წაეკითხა – თუ მას შეხვედრა სურს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ნახეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ჯერ გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონია.

“კი, ვნახეთ. მან [ზელენსკიმ] ის იმ დროს გამოაქვეყნა, როდესაც პრეზიდენტს ღონისძიება ჰქონდა. პრეზიდენტს ჯერ შესაძლებლობა არ ჰქონია ის წაეკითხა.

მე მქონდა შესაძლებლობა. ამას შევატყობინებთ პრეზიდენტს მას შემდეგ, რაც უზბეკეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ნაწილი დასრულდება”, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, მას “ნებისმიერ მომენტში” შეუძლია მოსკოვში ჩასვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ