შამპანური “ურმით”, შინაურული ბომონდი და ელიტარული წვეულება ქალაქგარეთ – როგორ აღნიშნა ფუფა გოგლიძემ მორიგი გრანდიოზული იუბილე (ფოტოები)

თუ კა­ლენ­დარ­ში 3 ივ­ნი­სია, ეს ნიშ­ნავს, რომ ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და თბი­ლი­სურ ელი­ტას სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და ელის. ნანი ბრეგ­ვა­ძი­სა და ეკა მა­მა­ლა­ძის უფ­რო­სი რძლის, ფუფა გოგ­ლი­ძის და­ბა­დე­ბის დღე ბოლო წლე­ბია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­რი­ღი აღარ არის – მას ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დი ეს­წრე­ბა და სტა­ბი­ლუ­რად გრან­დი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა.

წელს თბი­ლი­სურ­მა ბო­მონდმა დე­და­ქა­ლა­ქის სი­ცხეს გა­ას­წრო და კა­ხეთს მი­ა­შუ­რა. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი: თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე შატო გახ­ლდათ, სა­დაც ფუ­ფას მო­რი­გი იუ­ბი­ლე წინა წლე­ბის გლა­მურს არაფ­რით ჩა­მორ­ჩე­ნო­და.

კა­ხუ­რი გლა­მუ­რი აუზ­თან და შამ­პა­ნუ­რი „ურ­მით“

ელი­ტა­რულ წვე­უ­ლე­ბა­ზე ფრან­გუ­ლი შიკი და ქარ­თუ­ლი აგრო-რო­მან­ტი­კა იდე­ა­ლუ­რად შე­ერ­წყა ერ­თმა­ნეთს: ყი­ნუ­ლებ­ში ჩაფ­ლუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლე­ბი სტუმ­რებს პირ­და­პირ „ურ­მით“ მი­არ­თვეს.

თა­ვად იუ­ბი­ლა­რი, დახ­ვე­წილ აბ­რე­შუ­მის კა­ბა­ში, მარ­ტი­ნის ჭი­ქით ხელ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პო­ზი­რებ­და.

სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი სუფ­რე­ბი­სა და ბო­მონ­დუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბის მა­რა­დი­უ­ლი კა­ვა­ლე­რი დათო გო­მარ­თე­ლი აფორ­მებ­და, რო­მე­ლიც თეთ­რებ­ში ჩაც­მუ­ლი კა­ხურ მზის ჩას­ვლის ფონ­ზე, დე­და­ქა­ლა­ქის ელი­ტას არ­თობ­და.

ფუფა გოგ­ლი­ძის და­ბა­დე­ბის დღის კულ­მი­ნა­ცია, რა თქმა უნდა, სან­თლე­ბის ჩაქ­რო­ბის რი­ტუ­ა­ლი იყო.

ფუფა გოგ­ლი­ძის და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის ყო­ველ­წლი­ურ ქრო­ნი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, მივ­ხვდე­ბით, რომ ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბის ეტა­ლო­ნია. სა­ნამ სამ­ყა­რო ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზი­სებ­სა თუ პო­ლი­ტი­კურ ქარ­ტე­ხი­ლებს ებ­რძვის, ფუ­ფას იუ­ბი­ლე ყო­ველ­თვის გეგ­მის მი­ხედ­ვით მი­დის და მისი და­ბა­დე­ბის დღე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუდ­მი­ვად გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის