საქართველოს მთავრობა ლოკომოტივების შესყიდვისთვის და კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 751 მილიონი დოლარის სესხს იღებს

საქართველოს მთავრობა ლოკომოტივების შესყიდვისთვის და კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 751 მილიონი დოლარის სესხს იღებს | ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული სესხების მიღება დაგეგმილია მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან (WB), აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისკან (AIIB).
🔴 დღეს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ამ სასესხო შეთანხმების ყველაზე მსხვილი 372 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსება, ხოლო ADB-თან მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონი დოლარის; AIIB-ისგან კი 182 მილიონი დოლარის მიღების თაობაზე. ჯერჯერობით უცნობია როგორ ნაწილდება 372 მილიონი დოლარი და თანხის რა ნაწილი დაიხარჯება საავტომობილო გზასა და საქართველოს რკინიგზაზე.