პრემიერი დინო პარკზე – არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი…

არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ციცინათელას“ მიმდებარედ ახალი დინო პარკის გახსნას შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ამგვარი ქმედებებით ოპოზიცია საზოგადოების თვალში დისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აღწევს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. თქვენ იცით, რომ არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, თუმცა საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ ამით ისინი ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: 130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს, ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა