ლევან წულაძე, რეჟისორი: „ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია. ვისაც არ აქვს დღეს ფული, ის ყველა პატიოსანი ხალხია.
მე, როგორც დამოუკიდებელი თეატრის რეჟისორმა, ორმაგად კარგად ვიცი ეს პრობლემა. ამიტომ დაეხმარეთ კარგ ხალხს.
არ უნდა დაიხუროს ასეთი გაზეთი. თავისუფალი, კარგი ადამიანების საქმიანობა არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა“.




