პოლიციელების მიერ ძალადობა გორში – მესამე სექტორი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, “ოცნება” პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს (ვიდეო)

სასტიკი ანგარიშსწორება გორში პოლიციელების მხრიდან – მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამძიებაზე კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე, თამარ ონიანი აცხადებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაწყებული გამოძიება საზოგადოებას არასწორ გზავნილს უტოვებს.

მისი თქმით, საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

კვალიფიკაცია არის ცალსახად არასწორი და ის საზოგადოებას რეალურად უგზავნის არასწორ გზავნილს, რომ თითქოს ნებისმიერი საპოლიციო მოქმედების დროს ძალის გამოყენება შეიძლება იყოს ავტომატურად თანმდევი ამ მოქმედების და თუ ვინმე გადაამეტებს ძალას და ჩაიდენს არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალის გადამეტება. ეს არასწორია.

წამებას უნდა ერქვას თავისი სახელი, წამება, არაადამიანურ მოპყრობას უნდა ერქვას თავისი სახელი, არაადამიანური მოპყრობა, დამამცირებელ მოპყრობას ასევე უნდა ერქვას თავისი სახელი. 

ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში ამ ტიპის კვალიფიკაცია ცალკე გვყავს გამოყოფილი, მათზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არის ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები თავისი შინაარსით, ვიდრე უფლებამოსილების გადამეტება. 

ამიტომაც, პროკურატურამ ამ საქმეზე უნდა შეცვალოს გამოძიების კვალიფიკაცია, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი საკითხი და მეორე და უმთავრესი ამბავი აქ არის ის, რომ დავსვათ კითხვა, რეალურად -მ შეუჩერა თუ არა რომელიმე პოლიციელს უფლებამოსილება,” – განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა. 

რაც შეეხება მმართველ პოლიტიკურ ძალას, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებენ.