უცნობი: ქალბატონო სალომე, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, რა. სულიერებას მიხედეთ. თავს იფარჩაკებთ ამ ხალხში რა, რომ გგონიათ, რომ ქულებს იწერთ..

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტმა უცნობმა საკუთარ გადაცემაში ყალბი საინფორმაციო ქარდი გამოიყენა, სადაც სალომე ზურაბიშვილის არარსებული ციტატა იყო დაწერილი
“ქალბატონო სალომე, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, რა. მარტო პოლიტიკაზე ფიქრი ხომ არ შეიძლება, ცოტა დაფიქრდით სულიერებაზე, რა. აი, რა სტატუსებს აქვეყნებთ და რას იძახით საერთოდ… არ ვიცი რა, სხვანაირად როგორ გითხრათ ეს ამბავი. სულიერებას მიხედეთ. არ ებრძვით თქვენ რაღაც კონკრეტულ ადამიანებს საქართველოში, რა. ყველაზე მთავარ ღირებულებას ებრძვით და თავს იფარჩაკებთ ამ ხალხში რა, რომ გგონიათ, რომ ქულებს იწერთ… ნუ აკეთებთ ამას რა, და რაც გაკეთებული გაქვთ, ისიც მოინანიეთ, ძალიან გთხოვთ. რავიცი, როდესმე გიფიქრიათ საერთოდ სულიერებაზე? აბა ეს როგორ უნდა დაწეროთ…” ამბობს უცნობი⁩