კახა ჯაფარიძე: რუსთავში მწყემსების აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა. მიწის „მფლობელები“ ნახირის გადასაყვანად, ფაქტობრივად, ფეოდალურ ხარკს ითხოვენ… (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
რუსთავში მწყემსების აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა.
მწყემსების თქმით, ის ტრადიციული გზები (ე.წ. ცხოველთა გადასარეკი ტრასები), რითაც საუკუნეებია პირუტყვი და ცხვარი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულისკენ (და პირიქით) გადაადგილდება, სრულად არის პრივატიზებული. ახლა ეს მიწის „მფლობელები“ ნახირის გადასაყვანად,
ფაქტობრივად, ფეოდალურ ხარკს ითხოვენ ზოგიერთი მათგანი ერთი ცხვრის ფარის გასატარებლად 500-დან 1000 ლარამდე თანხას ითხოვს.
ამ ე.წ. მთავრობის პირობებში რომ ყველანაირი მართვის მექანიზმი მოშლილია, აგერ, კიდევ ერთხელ ცხადია და ცალსახა.
საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი, სტრატეგიული საექსპორტო
დარგია მეცხოველეობა. ამ დარგის პარალიზება არის წინაპირობა იმისა, რომ მთელ ქვეყანაში ხორცისა და რძის (ყველის) პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო კატასტროფულად გაძვირდეს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამ
დარგს პირიქით სტიმული და ინფრასტრუქტურული ხელშეწყობა სჭირდება, რათა ქვეყანას მეტი დოვლათი მოუტანოს.
ამ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების პირდაპირი ვალდებულებაა, მკაფიოდ დახაზონ ეს სახელმწიფო გადასარეკი მაგისტრალები. ადგილობრივ, კერძო მესაკუთრეს არ უნდა ჰქონდეს ამ სტრატეგიული გზის ჩაკეტვის უფლება. თუ ეს ტრასა ხვდება კერძო საკუთრებაში, სახელმწიფომ ან ალტერნატიული დერეფანი უნდა
შექმნას, ან სიმბოლურ ფასად კომპენსაცია გადაუხადოს მესაკუთრეს, რომ ორივე მხარე მოგებული დარჩეს და მშრომელმა გლეხმაც ამოისუნთქოს.
გარდა ამისა, ელემენტარული თანამედროვე სტანდარტია, აუცილებელია მსხვილ სავტომობილო გზებთან და რკინიგზებთან სპეციალურად მოწყობილი გადასასვლელების (გვირაბების ან ხიდების) გაკეთება, რომ ფარამ უსაფრთხოდ იმოძრაოს. სულ ცოტა ხნის წინ,
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მატარებელმა 40-მდე ცხვარი გაიტანა სწორედ ამ
მოუწესრიგებლობის გამო.
და ბოლოს, ამ ვიდეოში ერთ-ერთი
გამწარებული ადამიანი (სავარაუდოდ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი
ჩვენი თანამოქალაქე) ყვირის„ჩვენ საქართველოს ხალხნი არ ვართ?!“ და ეს ფრაზა, გახშირებულია ბოლო წლებში საქართველოში.
შესაბამისად, ეს ფრაზა რა მასშტაბის სახელმწიფოებრივი პრობლემაა, თუ ამას ვერ ხვდებით და მაინც შოვინიზმით ხართ გამსჭვალული ზოგიერთები, მაშ, თქვენ სახელმწიფოებრივი ფიქრი და ხედვა საერთოდ არ გაგაჩნიათ – ანუ ღუპავთ ქვეყანას.