: ეგ არაფერი. საბჭოთა კავშირშიც აკრძალული იყო მთავრობის კრიტიკა მაგრამ დაემხო სახელოვნად. კრიტიკის აკრძალვა რომ საქმეს შველოდეს…

ფილოსოფოსი :
ამ მთავრობამ შექმნა ტროლ-ბოტების ქარხნები, შექმნა ონლაინ არმია, რომლის ამოცანაც ადამიანების ლანძღვა და დემორალიზებაა, ნებისმიერ ონლაინ გამოცემის თუ არხის გვერდზე შედით და ნახეთ რა ხდება ხოლმე. აგინებენ ყველას, პოლიტიკოსიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, აგინებენ იმათ, ვინც კომენტარს წერს და აგინებენ იმათ, ვინც უბრალოდ ალაიქებს.
და აი ამ საჯარო ჯოჯოხეთის მომწყობი რეჟიმი აანონსებს -ში რაღაც ონლაინწესრიგის დეპარტამენტის შექმნას.
ეგ არაფერი. საბჭოთა კავშირშიც აკრძალული იყო მთავრობის კრიტიკა მაგრამ დაემხო სახელოვნად. კრიტიკის აკრძალვა რომ საქმეს შველოდეს, მსოფლიო ოსტორია მხოლოდ ერთი დიდი სახელმწიფოს უწყვეტი არსებობის ისტორია იქნებოდა.
კრძალეთ და იყავით. ისედაც ვეერაფერს ხვდებით და რაღა ამას მიხვდებით, რომ კრიტიკის არსებობა ისევ თქვენთვის არის სასარგებლო. კარგად მოხუფეთ ქვეყანა და ვნახოთ მერე ეგ ბრაზი სად წავა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას