“ბრიჯიტმა ქმარს ირანელ მსახიობთან ფლირტისა და მიმოწერის გამო გაარტყა“ – ჟურნალისტი საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებს ასაჯაროებს

ჟურ­ნა­ლის­ტი ფლო­რი­ან ტარ­დი­ფი თა­ვის ახალ წიგნ­ში ამ­ტკი­ცებს, რომ გა­სულ წელს, თვითმფრი­ნავ­ში, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონს ცოლ­მა მას შემ­დეგ გა­არ­ტყა სა­ხე­ში, რაც ქმრის ტე­ლე­ფონ­ში ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა.

 

კად­რე­ბი, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვის ტრაპ­ზე მდგა­რი ბრი­ჯიტ მაკ­რო­ნი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს სი­ლას ურტყამს, ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი ფლო­რი­ან ტარ­დი­ფი RTL France-თან ამ­ტკი­ცებს, ბრი­ჯი­ტის მრის­ხა­ნე­ბა 48 წლის ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი­სა და 42 წლის ირა­ნელ მსა­ხი­ობს – გოლ­შიფ­ტე ფა­რა­ჰა­ნის შო­რის მი­მო­წე­რამ გა­მო­იწ­ვია.

  • ჟურ­ნა­ლისტ ფლო­რი­ან ტარ­დი­ფის წიგ­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით – “(თით­ქმის) იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლი“ ახ­ლა­ხან გა­მო­ვი­და. წიგნ­ში მაკ­რო­ნი­სა და მსა­ხი­ო­ბის პი­რა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბის ში­ნა­არ­სიც არის აღ­წე­რი­ლი.

“ძა­ლი­ან მომ­წონ­ხარ“, – მის­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა მაკ­რონ­მა ფა­რა­ჰა­ნის ერთ-ერთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში.

Le Parisien-ის ცნო­ბით, ფა­რა­ჰა­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თე­ი­რა­ნის რე­ჟი­მის მკაც­რი კრი­ტი­კით, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნებ­და “პლა­ტო­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბას“ მაკ­რონ­თან.

“ამან წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­მაც ეს პი­რა­დი სცე­ნა სა­ჯა­რო გა­ხა­და“, – გან­მარ­ტა ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­სულ წელს, წყვი­ლის ვი­ეტ­ნა­მის ქა­ლაქ ჰა­ნო­ი­ში სტუმ­რო­ბის სცე­ნის გახ­სე­ნე­ბი­სას.

  • Le Parisien-ის ცნო­ბით, გარ­ტყმამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, 73 წლის ბრი­ჯიტ­მა ქმრის ტე­ლე­ფონ­ში ფა­რა­ჰა­ნის შე­ტყო­ბი­ნე­ბა წა­ი­კი­თხა.

არ კონ­კრეტ­დე­ბა თუ რას სწერ­და ირა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი ემა­ნუ­ელ მაკ­რონს.

საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი ლე­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უარ­ყვეს, რომ დარ­ტყმა რა­ი­მე ფორ­მით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ფა­რა­ჰან­თან და აღ­ნიშ­ნეს, რომ ბრი­ჯი­ტი არას­დროს ამოწ­მებს ქმრის ტე­ლე­ფონს.

  • “ბრი­ჯიტ მაკ­რონ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ეს ბრალ­დე­ბა პირ­და­პირ ავ­ტორ­თან 5 მარტს და გან­მარ­ტა, რომ ის არას­დროს ამოწ­მებს ქმრის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს“, – გა­ნუ­ცხა­და პირ­ვე­ლი ლე­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა Le Parisien-ს.

პრე­ზი­დენტ მაკ­რონ­თან რა­ი­მე სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბას უარ­ყოფს თა­ვად მსა­ხი­ო­ბიც.

რაც შე­ე­ხე­ბა გახ­მა­უ­რე­ბულ კად­რებს – ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე გან­მარ­ტა, რომ ცოლი მას ეხუმ­რე­ბო­და და სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ შო­რის არა­ნა­ირ და­ძა­ბუ­ლო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

წყა­რო