მერაბ მეტრეველი: გაჭირვებლ ქვეყანაში ხელფასი ერთბაშად 200 პროცენტით გაიზარდონ თანამდებობების პირებმა, სადმე მსოფლიოში მომხდარა? არადა, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
როდესაც სახელმწიფო თანამდებობის პირი ხარ, ხელფასი მაღალი უნდა გქონდეს და პერიოდულად უნდა გემატებოდეს კიდეც, თუმცა ხელფასი შეიძლება ერთჯერადად მოიმატო ვთქვათ, 10 პროცენტით, ან 20 პროცენტით, ჯანდაბას, 50 პროცენტით, მაგრამ გაჭირვებლ ქვეყანაში ხელფასი ერთბაშად 200 პროცენტით გაიზარდონ თანამდებობების პირებმა, სადმე მსოფლიოში მომხდარა?
არადა, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ორი წლის წინ. პარლამენტარის ხელფასი იყო, სადღაც 4 000 ლარამდე და ერთი გადაწყვეტილებით გახადეს დაახლოებით 12 000 ლარი. ეტპაობრივად კი არ მოიმატეს, მაგალითად ჯერ 2 000 ლარით, ერთი წლის მერე კიდევ 2 000 ლარით და ა.შ. არა, პირდაპირ გაიზარდეს სამჯერ. საკუთარი ხელფასები ეგრევე გასაამმაგეს!.
ანუ 4 000 ლარიდან 6 000 ლარმადე რომ გაეზარდათ, განა მატება არ იქნებოდა? ან დავუშვათ 8 000 ლარამდე? ესეც კი ბევრი იქნებოდა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, მაგრამ ამათ პირდპაირ 12 000 ლარი გლიჯეს და მერე ერთ წელში კიდევ მიამატეს 1 000 ლარი. დღეს 13 000 ლარამდე აქვს რიგით დეპუტატს და თანდმებობის პირებს – კიდევ მეტი.
სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი. ახლა ერთადერთი ახსნა მაქვს (საინტერესოა რამდენად დამეთანხმებით):
ამ ხალხს სინამდვილეში აქამდეც მაგდენი ქონდა შემოსავალი, უბრალოდ, აქამდე ხელფასზე დანამატის სახით 10 000 ლარამდე თანხას ივანიშვილი ურიგებდა „კონვერტით“ ერთგულების სანაცვლოდ. 2024 წელს კი მობეზრდა მათი ერთგულების საკუთარი ჯიბიდან ყიდვა და უთხრა, დასანქცრებული კაცი ვარ, ამიტომ აწი ბიუჯეტიდან აიღეთო და, რადგან ამხელა შემოსავალს იყვნენ მიჩვეულები, მათაც ეგრევე მოიმატეს 10 000 ლარით.
სხვა ახსნა ასეთი გაუმაძღრობის მე არ მაქვს.