ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიოს გამორჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მეუფე იაკობი შიო III-ს საპატრიარქო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„დღეს, 2026 წლის 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო გამოირჩია და სახელად უწოდა – შიო III.
სიყვარულით ვულოცავთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა, შიო III-ს გამორჩევას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, უფლის შეწევნას, ღვთიური სიბრძნითა და სათნოებით მსახურებას დედაეკლესიისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!
აქსიოს, აქსიოს, აქსიოს!
მრავალჟამიერ პატრიარქო!“ , – წერია მეუფე იაკობის პოსტში.


