ჟურნალისტი თამო კეშელავა:
საოცარი ხალხია, შიო მოსაყდრედ რომ დასვა ილია მეორეს, მის სურვილს პატივი ვეცითო, ოღონდ, იგივე ილია მეორემ მეუფე ისაის განათლება რომ აღიარა და ეპისკოპოსობა უბოძა – ფეხით რომ შედგნენ მაგ ნაწილში მის ნება, რა უჭირს, თურმე.
ან, ანდრია ჯაღმაიძე რომ იძახის, დამაწერინა რაღაცა ფურცელზეო, ინტერვიუს წინო, იქ რომ წერია, არაა აუცილებელი მოსაყდრე პატრიარქი გახდესო და მაგალითიც რომ აქვს მოყვანილი ილია მეორეს რომ მოსაყდრე სხვა იყო და სხვა აირჩიეს, – ეგაც ახლა რა, რატომ უნდა გაითვალისწინონ.
უფლის ნებააო, კიდევ.
ბიბლია თუ ქონდეთ ამათ წაკითხული ერთხელაც რა.
ლამის ყველა ეპისკოპოსმა რომ აღიარა, შეცდომაა განათლებასა და ასაკზე რაც შიომ დაადგინა სინოდზე და მერე უნდა შეიცვალოსო, ეგა არაა უფლის ნება? ეგ არ ათქმევინა ეპისკოპოსებს უფალმა? და რატომ ათქმევინა? ისე, უბრალოდ?
თუ გჯერათ რომ უფლის ნებაა, რა გიხარიათ? – პრაქტიკულად ყველა ეპისკოპოსს ათქმევინა უფალმა საკუთარი პირითვე, რომ არასწორად მოიქცნენ და სინოდის არასწორ დასკვნაზეა დაფუნდა დღევანდელი არჩევნები.
ისე, იქაურ სამსჯავროზე რომ წარსდგებით, აპირებთ ყველა დანაშაული უფალს გადააბრალოთ და უთხრათ, რა ვქნა, უფალო, ეგ იყო შენი ნება, რომ დამეშავებინაო?
პირჯვრის გადაწერა როგორ ისწავლეთ, ეგაც თუ არ მიკვირდეს…




