ანდრია ჯაღმაიძე – გაფართოებულ კრებას სინოდი სრული შემადგენლობით ესწრება – პატრიარქობის კანდიდატებმა სიტყვა უკვე წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს – ახლა სიტყვას დელეგატები იტყვიან, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სამების ტაძარში მიმდინარე გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, პატრიარქობის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს.

მისივე ინფორმაციით, ახლა დაგეგმილია სამი დელეგატის მიერ სიტყვის წარმოთქმა, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება, რომელიც საჯარო იქნება.

„კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული. ამ ეტაპისთვის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და მათი ხედვა, მათი პროგრამა თქვეს. ახლა დაიწყება შემდეგი ეტაპი, როდესაც უკვე დელეგატები იტყვიან სიტყვას და ამის მერე დაიწყება კენჭისყრა. სამი დელეგატი იტყვის სიტყვას. კენჭისყრა იქნება პირდაპირ ეთერში“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით კრებას სინოდი სრული შემდგენლობით ესწრება.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, სადაც დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. კრებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო თავმჯდომარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას