დავით მჟავანაძე: მაღალი ფასების მთავარი გამომწვევი არის ხელისუფლება, რომელიც ხარჯავს ფულს უაზროდ და ეროვნული ბანკი, რომელიც ბეჭდავს ამის შესაბამისად (ვიდეო)

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის და კორუფციის მკვლევარის, დავით მჟავანაძის განცხადებით, ქვეყანაში მაღალი ფასების გამომწვევი მთავარი მიზეზი ხელისუფლება და ეროვნული ბანკია.

მისი თქმით, ფასების ზრდას “ქართული ოცნების” მიერ ფულის “უაზროდ და კორუფციულად ხარჯვა” და ეროვნული ბანკის მიერ “ამის შესაბამისი ფულის ბეჭდვა” იწვევს.

​დავით მჟავანაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში შექმნილი ფასების კომისია მუშაობას მალე დაასრულებს, თუმცა მათი დასკვნა “ისეთივე ბუტაფორიული იქნება, როგორი მასკარადიც იყო მთელი კომისიის მუშაობა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს