ზურაბ პატარაძე: განსაკუთრებულად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში

“მინდა, ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ ნდობისათვის, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია, რომელიც გრძელდება და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კუთხის, ჩვენი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ. […]
რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენ გუნდთან ერთად და ამ კონტექსტში მინდა, განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ” – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარდგენილმა ზურაბ პატარაძემ.
🔻 პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ყაველაშვილმა და კობახიძემ დღეს წარადგინეს. ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს მანამდეც, 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე იკავებდა. ამ დროისთვის ის აზერბაიჯანში საქართველოს ელჩია
🔻 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.