ლაშა ტუღუში – ჩვენ ვართ ვიღაცის კოშმარებში, ბარდაგია – „ქართული ოცნების“ მთელი სისტემა არის დამძიმებული, ერთი ნაწილი ციხეშია, მეორე კი კარუსელში

გამართულ სისტემებში არსებობს ლოგიკა, როდესაც თავისი წესებია. ახლა ჩვენ ვართ ვიღაცის კოშმარებში და ვერ ვიგებთ რა ხდება, – ასე ეხმაურება „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ სამთავრობო სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებს.

ლაშა ტუღუშის განმარტებით, ქვეყანაში არ მუშაობს სტაბილური, წინასწარ განსაზღვრული წესებზე დაფუძნებული სისტემა, ის ამ მდგომარეობას აღწერს, როგორც ქაოტურსა და გაუგებარს.

მისი თქმით, ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა – როდესაც ლიდერი მიზანმიმართულად არ აძლევს ქვემდგომებს ძალაუფლების დიდი ხნით შენარჩუნების შესაძლებლობას, რათა არ გაძლიერდნენ და საფრთხედ არ იქცნენ.

„უსაფრთხოების სამსახურში ბოლო ხუთ თვეში სამი ხელმძღვანელი შეიცვალა. ავტორიტარიზმში ეს იმიტომ, ხდება რომ ვინმე არ გამყარდეს ძალაუფლებაში – ძლიერდება, ბევრ ინფორმაციას იღებს, სახიფათოა, ამიტომ ხდება ხშირი ცვლა. მინისტრები ასე ფართხა-ფურთხით იცვლება, რომ ვინმე არ გაძლიერდეს, არ გაუჩნდეს ამბიცია. ეს არის სისტემური მიდგომა ავტორიტარულ რეჟიმებში. ლოგიკა სხვა სფეროდან არის გასარკვევი, ზოგჯერ მედიცინის, ზოგჯერ პოლიტოლოგიის და ა.შ. რთული გასაგებია ხოლმე.

სახელმწიფო მინისტრის პოზიცია ძალოვანი სისტემის კოორდინაციაში… ახსნა რომ რაღაც საფრთხეები არის ქვეყანაშიო, მაშინ უსაფრთხოების საბჭო რისთვის არსებობს? კანონში წერია, რომ უსაფრთხოების საბჭოს საქმე არის კოორდინაციის დამყარება ძალოვან სისტემებთან. იქნება მეორე უსაფრთხოების საბჭოს მსგავსი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, ერთი კაცი იქნება მთელი უსაფრთხოების საბჭო; „ბარდაგია“.

მთელი სისტემა არის დამძიმებული. ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი, რომელიც ამ სისტემაშია და თავზე ჰყავს ასეთი ავტორიტარი მმართველი, დამცირებულია, გაბრაზებულია. ერთი ნაწილი ციხეშია, მეორე ნაწილი კარუსელშია“, – აცხადებს ტუღუში.

ასევე დაგაინტერესებთ