მაღალი ალბათობით, არავითარი ახალი სამინისტრო არ იქნება. აღარც მდინარაძე იქნება, “შიოლასავით”. ასეთი მარტივი და ტრაგიკული ანატომია აქვს ბოლო სამთავრობო კარუსელს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რასაც ის უკავშირებს სამთავრობო ცვლილებებს.
ნიკა გვარამია საუბრობს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში „სისხლიან ჩხუბზე“, სადაც მისივე თქმით, „კალაძის საძმო და ბერას საძმო“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც სუს-მა „ბერას საძმო“ დააპატიმრა.
“წყაროები ქართული ოცნებიდან და სუს-დან: რესტორანი თბილისის ცენტრში. 20 აპრილი. გვიანი ღამე. კალაძის საძმო vs ბერას საძმო (ძმები ფეიქრიშვილები). სისხლიანი ჩხუბი. ცხადია, ფეხებზე მკიდია, ვინ ვინ ცემა. ამას იმიტომ ვწერ, რომ სახელმწიფოზე როგორ აისახა და როგორ საქართველოში ვცხოვრობთ, იმაზე მოვყვე.
მოვიდა სუსი. “აკრიფა” ბერას საძმაკაცო და შერეკა საპატიმროში. არ ვიცი, რატომ მოცურდნენ ასე, და რატომ გადაწყვიტეს, რომ კალაძე უფრო ტიპია. არ ვიცი, მაგრამ მოცურდნენ.
შედეგი: “პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას. მაღალი ალბათობით, არავითარი ახალი სამინისტრო არ იქნება. აღარც მდინარაძე იქნება, “შიოლასავით”. ასეთი მარტივი და ტრაგიკული ანატომია აქვს ბოლო სამთავრობო კარუსელს. “პატარა სოფელი”, – წერს გვარამია.



