გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს. ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა, – ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს.

ის მერს დაცვის გარეშე ქუჩებში სიარულს და ხალხთან შეხვედრას სთავაზობს.

„70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში. ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება. თან თბილისელების რეალურ პრობლემებსაც გაგაცნობ. რაც შეეხება თქვენს ამბავს, თქვენი საქმე დამთავრებულია! მხოლოდ დროის საკითხია, როდის ჩამოშორდებით ამ ქვეყნის მართვას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის” გადაწყვეტილებაზე, რომ კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას შეხვდნენ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: „ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა დამართოდა ხალხს, ყველაფერი დამართეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ – პოლიტიკური მომავალი არ აქვთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)