ლევან ჯობავა: 2 წლის წინ ამ დღეს, აქციაზე ჯერ მაგრად მცემეს, მერე დამაკავეს. ბორკილებით წამიყვანეს და შემიყვანეს ინგოროყვაში, მაგრად ნაცემს, ტვინის შერყევით მიმღებშიც არ მხსნიდნენ ბორკილებს

ლევან ჯობავა:
“2 წლის წინ ამ დღეს, აქციაზე ჯერ მაგრად მცემეს, მერე დამაკავეს. შუშებიანში, ბორკილებდადებული 2 საათი ფეხზე ვიდექი, ველოდებოდი ოქმის შევსებას და სასწრაფოს.
ბორკილებით წამიყვანეს და შემიყვანეს ინგოროყვაში, მაგრად ნაცემს, ტვინის შერყევით მიმღებშიც არ მხსნიდნენ ბორკილებს.
აქედან 2 კვირაში სასამართლო ჩამინიშნეს, ცრუ მოწმე “პოლიციელების” ჩვენებებით წამიყენეს ბრალი და რეჟიმის სასამართლომ დამნაშავედ მცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა.
ცემის ეპიზოდზე ჩამიტარდა ექსპერტიზა და რამდენიმე თვეში დაზარალებულად მცნეს.
2 წლის მანძილზე არც რეჟიმის რომელიმე სისტემას მოუკითხავს ჩემი ამბავი და არც რეჟიმთან მოკალათებულ “ძმაკაცებს”, “მეგობრებს”, “ნათესავებს”…
ამ ორი წლის განმავლობაში იყო დაკითხვები, სასამართლოები, ადმინისტრაციული პატიმრობა…. თუმცა არასოდეს ყოფილა ფიქრი და აზრი შეგუებაზე და დანებებაზე!
რეჟიმს 120-ზე მეტი ტყვე ყავს პატიმრობაში და ათასობით ადამიანს აჯარიმებს და აყადაღებს.
ათიათასობით მოქალაქეს კი ისეთ პირობას უქმნის, აიძულებს ქვეყანა დატოვოს!
სანამ ერთი მოქალაქე მაინც არ შეეგუება უსამართლობას და ჩაგვრას, ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება !
ამ ბრძოლაში კი ბოლოს მაინც სიმართლე გაიმარჯვებს!
ჩვენი შვილების მომავლისთვის სჯობს, რომ სახელმწიფომ ვერასოდეს გაბედოს მოქალაქის ცემა, წამება და დატყვევება!
ჩვენი შვილებისთვის სჯობს, რომ უსამართლობა არ დაკანონდეს და კრიმინალი არ იყოს ნორმა !
ჩვენი შვილებისთვის ის გარემო სჯობს, სადაც მოქალაქე სამართალს ადვილად პოულობს!
სოლიდარობა რეჟიმის ყველა მსხვეროლს !
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”