: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ, თურქეთის პრეზიდენტი  დადებითად შეაფასა და მისი ლიდერული როლი გამოყო.

ამასთან, კობახიძემ კრიტიკული შეფასებები გააკეთა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართაც. მისი თქმით, არსებობს სახელმწიფოები, სადაც ხელისუფლებები „არასწორი განზრახვით არიან შერჩეულები“.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური გარემოთი და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობით. მისი განცხადებით, არსებული სისტემები ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და საჭიროებს გადახედვას.

უნდა ვთქვა, რომ ლიდერობის ნაკლებობა და გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია;

იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ვიღაც HR მენეჯერი არასწორი განზრახვით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არჩევს ხელმძღვნალობას და ასაქმებს მას. ის არის პასუხისმგებელი ერებში ლიდერების შერჩევაზე. 

სურათი, რომელსაც დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს მაგალითზე ვხედავთ, საკმაოდ რთული და საგანგაშოა. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეპოქა, როდესაც მსოფლიოს ძლიერი და დიდებული ლიდერები მართავდნენ, დღეს კი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. ნამდვილი ლიდერის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ორიენტირებული იყოს დიალოგზე, დაკავშირებადობასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე, რაც, სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკაში იშვიათობად იქცა.

ჩვენი დაკვირვებით, არაფორმალური მმართველობის სტრუქტურები სულ უფრო მეტ ნეგატიურ გავლენას ახდენენ ფორმალურ საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენიტეტის სადარაჯოზე იდგნენ, ზოგიერთი მათგანი თავად ცდილობს ქვეყნების სუვერენული ნების შეცვლას ან მასზე ზეგავლენას. საქართველო ამ პოლიტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ ხშირად ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც ცალკეული ორგანიზაციები ჩვენი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ტრანსფორმაციას ცდილობენ. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ დადგა დრო, უფრო მეტად გავაძლიეროთ ორმხრივი სახელმწიფოებრივი კავშირები და დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, – განაცხადა კობახიძემ.