2024 წელს აზერბაიჯანული ავიახაზის თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის, რასაც 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კომპენსაციის გადახდას დათანხმდა

რუსეთი 2024 წელს აზერბაიჯანული ავიახაზის თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის, რასაც 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.

რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების გაერთიანებული განცხადების მიხედვით, ჩამოგდება “რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის სისტემის უნებლიე დარტყმის” შედეგი იყო.

“მხარეები შეთანხმდნენ შედეგების შესაბამის მოგვარებაზე, მათ შორის კომპენსაციის გადახდაზე.” კონკრეტული თანხა არ დასახელებულა.

ცნობისთვის, 2024 წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების რეისი ბაქო-გროზნი ყაზახეთში ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც უკრაინული დრონების თავდასხმის გამო მოულოდნელად რუსეთისგან მარშრუტის შეცვლის ბრძანება მიიღო. ბორტზე 67 მგზავრი, აქედან 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი.

ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღეში ალიევმა მოსკოვი დანაშაულის არაღიარებასა და საქმის შესახებ “აბსურდული ვერსიების” გავრცელებაში დაადანაშაულა. ამასთანავე, ბაქომ რუსეთთან დაკავშირებული ყველანაირი კულტურული ღონისძიება გააუქმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პასუხისმგებლობა მხოლოდ 2025 წლის ოქტომბერში აღიარა.