ორგანიზაციის “შეაჩერე კორუფცია“ დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე:
სულ გადაირია ეს ხალხი!
გვარამიას დაეტაკა ვიღაც ქალი სიტყვა “აუტიზმის” ხსენების გამო.
ხალხო, ეს სიტყვა იხმარება უამრავ კონტექსტში და ნუ გაღუნეთ ტვინი რა!
“აუტ” ხომ გაგიგიათ?
ე, იქიდან მოდის.
ნუ მიისაკუთრებთ ყველაფერს საკუთარი ხურუშით!
აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა.
“აუტისტი” არის ტერმინი, რომელსაც ლიტერატურაც იყენებს სიმბოლისტების და ზოგიერთი რომანტიკოსის მიმართ.
და, დიახ, ბატონო! პოლიტიკური აუტიზმიც არსებობს!
ყველაფრის წრფივად და მხოლოდ სოციალური საფუძვლით მოხმარება არ არის ნორმალური და სკანდალს ნუ აგორებთ იქ, სადაც მისი ადგილი არ არის!




