ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე:
გაიცანით პიტერ მადიარი, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი.
სულ რაღაც 2 წლის წინ, ეს ადამიანი უნგრეთის პოლიტიკურ რუკაზე არც კი იძებნებოდა.
ექსპრეზიდენტ კატარინ ნოვაკის სკანდალის შემდეგ ერთ დროს ორბანის Fidesz-ის ინსაიდერმა ოპოზიციაში გადაინაცვლა.
ორ წელიწადში სწორი კამპანიით, სწორი მესიჯებით, რეგიონებზე აქტიური მუშაობით, მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტისთვის ტარგეტირებული, ზუსტი კამპანიით დაამარცხა 16 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი უგამოცდილესი, პოლიტიკაში ჭიპმოჭრილი ვიქტორ ორბანი.
მადიარის საარჩევნო კამპანია იმით იყო გამორჩეული, რომ ეს კაცი არ ისვენებდა არასდროს – სულ ხალხს ხვდებოდა, განსაკუთრებით რეგიონებში, არწმუნებდა ხალხს იმაში, რომ სტატუს-კვოს შეცვლა საშუალოსტატისტიკური უნგრელის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა.
დღეში 7-8 შეხვედრას ატარებდა, ერთი-ერთზე ხვდებოდა მოქალაქეებს და უსმენდა.
ეს არის პოლიტიკოსის მთავარი მოვალეობა – ელაპარაკოს ხალხს, მოისმინოს მათი წუხილები, პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის რეალური გზა შესთავაზოს.
პოლიტიკოსობა ესაა და არა ის, 24/7-ზე ტელევიზიაში იჯდე და სისულელეები ილაპარაკო.
აა ხო და მთავარი დამავიწყდა – ამ კაცმა არჩევნები მოუგო ყველას – ორბანს და მის მიერ მანიპულირებულ საარჩევნო სისტემას, პუტინსა და კირიენკოს, ტრამპსა და ვენსს.
მოკლედ, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო მადიარმა.
მისი ორწლიანი საარჩევნო კამპანია ქრესტომათიაშია შესატანი.
Long live free and European Hungary!




