სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელი, მიხეილ მუმლაძე:
ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ვეფხისტყაოსანი დოიაშვილს რომ დაედგა ახალ თეატრში პროტესტში ჩართული მსახიობებით და დიდ მარხვაში ყოფილიყო პრემიერა 
პარლამენტის სხდომა გაიხსნებოდა ამ ამბით.
უცნობი ნავში ამოტრიალდებოდა. რამიშვილი და ის ორი .ბოტებთან ერთად გადაფსიხდებოდა.
ნოე სულაბერიძე ინტერვიუს ჩაწერდა რუსთველოლოგთან.
ლალი მოროშკინა გახდებოდა ქალწული.
მამა შალვა ამბიონიდან გვეტყოდა ტკბილ სიტყვას
გიორგი კალანდია იდენტობის დაკარგვაზე ისაუბრებდა.
მილიონი ლარი გახდებოდა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი გრანტი.
ხალხის ძალა აქციას მოაწყობდა.
მაგრამ, ნურას უკაცრავად.




