აბანოთუბანში, რამდენიმე ოჯახს საკუთრებას იძულებით ჩამოართმევენ, რათა იმ ადგილას ააშენონ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი (ვიდეო)

თბილისში, აბანოთუბანში, რამდენიმე ოჯახს საკუთრებას იძულებით ჩამოართმევენ, რათა იმ ადგილას ააშენონ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი.
📌 ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებაში წერია, რომ მესაკუთრეები არ დათანხმდნენ სახლების ნებაყოფლობით გაყიდვას. ამიტომ, მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც მათ ქონებას იძულებით ჩამოართმევენ.
📌 ოჯახებისთვის მიუღებელია ის ფასი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. გარდა ამისა, მათი თქმით, უარს ეუბნებიან აუნაზღაურონ საცხოვრებელი სივრცის სრული ფართობი. მაგალითად, სხვენის, აივნის, დერეფნის ღირებულება.
📌 ისინი აპირებენ, კერძო საკუთრების ჩამორთმევის შესახებ მინისტრის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე