“ხელი გაწიე, ქვეყნის გამყიდველო მონა…” – ჩხუბი და გაწევ-გამოწევა პარლამენტთან: დაპირისპირება მოხდა ბექა დავითულიანსა და აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს შორის (ვიდეო)

9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტ მა­რი­ამ მე­ყან­წიშ­ვილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­ვი­თუ­ლი­ა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, რის შემ­დე­გაც მან ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

მა­ნამ­დე და­ვი­თუ­ლი­ა­ნი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან, წევ­რებ­თან და თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე­ებ­თან ერ­თად მე­მო­რი­ალ­თან 9 აპ­რი­ლის და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად მი­ვი­და, რის შემ­დე­გაც მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. მათ შო­რის ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა შე­ძა­ხი­ლებ­ზე, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან ის­მო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მე­მო­რი­ალ­თან მის­ვლის დროს.

“უბ­რა­ლოდ, ვე­ლო­დი, რომ მწუხრში მა­ინც მო­იქ­ცნენ ისე, რო­გორც სა­ჭი­როა“, – აღ­ნიშ­ნა და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

    • და­ვი­თუ­ლი­ანს ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, რას ნიშ­ნავ­და მისი მხრი­დან სა­უ­ბა­რი „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­სა­მარ­თით მენ­ტა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე”, რა­ზეც და­ვი­თუ­ლი­ან­მა ასე უპა­სუ­ხა: „რაც ხდე­ბა აქ… ეს არის ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვა“.

      სწო­რედ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის დროს მი­ვი­და მას­თან სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, მა­რი­ამ მე­ყან­წიშ­ვი­ლი და მას „მო­ღა­ლა­ტე და რუსი” უწო­და.

      “თქვენ ხართ, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი, რუსი. ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე. თქვენ აქ არ უნდა იდ­გეთ. რუსო მონა, ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტევ. ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლო. ილი­ას, ვა­ჟას შე­მარ­ცხვე­ნე­ლო“, – მი­მარ­თა მე­ყან­წიშ­ვილ­მა ბექა და­ვი­თუ­ლი­ანს.

      თა­ვის მხრივ ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­მა მა­რი­ამ მე­ყან­წიშ­ვილს უპა­სუ­ხა, რომ მისი აზრი არ აინ­ტე­რე­სებ­და.

      “თქვე­ნი აზრი სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, შე­გიძ­ლი­ათ მიბ­რუნ­დეთ…. კარ­გი, გა­ვი­გე, მიბ­რუნ­დით!. ვა­ი­მე, ახლა იმ­დენს წვა­ლობ, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­გა­ყე­ნო და არ მო­გა­ყე­ნებ….გა­ი­წიე“, – მი­მარ­თა და­ვი­თუ­ლი­ან­მა მე­ყან­წიშ­ვილს.

      “ხელი გა­წიე, ქვეყ­ნის გამ­ყიდ­ვე­ლო მონა, რუსო მონა“, – უპა­სუ­ხა მე­ყან­წიშ­ვილ­მა.

      “გა­ვი­გე, გადი ახლა. ვა­ი­მე, ვა­ი­მე, „გული მის­კდე­ბა“ ისე მე­ში­ნია მა­გას რომ მე­უბ­ნე­ბი“, – უთხრა და­ვი­თუ­ლი­ან­მა მე­ყან­წიშ­ვილს, რა დრო­საც მას ხე­ლით შე­ე­ხო.

      პარ­ლა­მენ­ტის წინა ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.

ასევე დაგაინტერესებთ