პეტერ მადიარი ჯეი დი ვენსის ვიზიტზე – უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს – უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება

უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.

პეტერ მადიარი 12 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება – ის უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე იწერება. დარჩენილია ხუთი დღე!“, – წერს მადიარი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დღეს უნგრეთს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვენსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება და ასევე, ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე მიგინეიშვილი: …მხოლოდ ეს განცხადებაც საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება იმის დასადგენად, რა სავარაუდო უკანონო მოქმედებების განხორციელებას აპირებს ე.წ. „სიწმინდეების დამცველი ორგანიზაცია“

ირაკლი კობახიძე – იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას