დონალდ ტრამპი: ჩვენ მივიღეთ რეჟიმის ცვლილება, ახლა განსხვავებულ რეჟიმთან გვაქვს საქმე, ისინი ნაკლებად რადიკალურები არიან, გვაქვს რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ეს ოპერაცია ამისთვის არ ჩაგვიტარებია

ბოლო 37 დღის განმავლობაში ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის თავზე განახორციელეს 10 000-ზე მეტი საბრძოლო ფრენა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, დაბომბეს 13 000-ზე მეტი სამიზნე, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ბოლო 37 დღის განმავლობაში ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის თავზე განახორციელეს 10 000-ზე მეტი საბრძოლო ფრენა – მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. განხორციელდა 13 000 -ზე მეტი სამიზნის დაბომბვა. F-15, რომელიც გასულ კვირას დავკარგეთ, იყო პირველი ეკიპაჟიანი თვითმფრინავი, რომელიც ამ მთელი ოპერაციის განმავლობაში მტერმა ჩამოაგდო, მაშინ, როცა ათასობით ფრენა განხორციელდა. მათ უბრალოდ გაუმართლათ. ეს იღბლიანი დარტყმა იყო. მაგრამ ჩვენც გაგვიმართლა, რადგან ორივე ადამიანი უკან დავაბრუნეთ. ეს არის რეკორდი, რომელსაც სამხედრო-საჰაერო ოპერაციების ისტორიაში ანალოგი არ აქვს. მსგავსი რამ არავის უნახავს. დიდი პატივია ამ ყველაფერში მონაწილეობა“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, -ს აქვს გეგმა, როგორ მოიქცეს, თუმცა ამის გამჟღავნებას მედიასთან არ აპირებს.

„იცით, ჩვენ მივიღეთ რეჟიმის ცვლილება, ახლა სრულიად განსხვავებულ რეჟიმთან გვაქვს საქმე, სხვა ხალხთან ვმუშაობთ. ვფიქრობ, ისინი უფრო ჭკვიანები არიან, უფრო გამჭრიახები და გაცილებით ნაკლებად რადიკალურები. დიახ, გვაქვს რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ეს ოპერაცია ამისთვის არ ჩაგვიტარებია. ჩემი ხედვა ძალიან მარტივია. ვნახე, როგორ ამბობდა ვიღაც – „მას გეგმა არ აქვს“. მე საუკეთესო გეგმა მაქვს, მაგრამ არ ვაპირებ გითხრათ, რა არის ეს გეგმა. მათ უნდათ, რომ ვთქვა, აი, გეგმა: დილის 9:47-ზე დავიწყებთ შეტევას, მერე ამას გავაკეთებთ, მერე იმას. თუ ამას არ გააკეთებ, ამბობენ, რომ გეგმა არ გაქვს, მაგრამ ამ ადამიანებმა იციან, რა არის გეგმა. აქ მყოფმა ყველამ იცის, რა არის გეგმა. უბრალოდ უსამართლოა ასეთი ბრალდებები. მე არ მაწუხებს შეურაცხყოფა, მრავალი წლის განმავლობაში მაყენებდა შეურაცხყოფას ე.წ. ფეიკ ნიუსი, მაგრამ ეს ძალიან ცუდია იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ მნიშვნელოვან საქმეშია ჩართული. ჩვენ გვაქვს გეგმა. თითოეული დეტალი ჩვენ ყველამ ერთად საფუძვლიანად გავთვალეთ, მაგრამ მე არ შემიძლია ამ გეგმის გამჟღავნება მედიასთან. თუმცა ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ოპერაციის წარმატებით“, – განაცხადა ტრამპმა.