გოტა ჭანტურია: საზმაუს მარში დაყადაღებულია. მარში იურიდიული პირი არ არის, მაგრამ მის არაერთ აქტიურ წევრს ერთდროულად მოგვივიდა ეს სასიხარულო ცნობა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ერთობის გაქრობას ცდილობენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის წევრი, განათლების მკვლევარი გოტა ჭანტურია ამბობს, რომ მარშის რამდენიმე წევრის საბანკო ანგარიში ერთდროულად დააყადაღეს.
ჭანტურიამ დაწერა:
„საზმაუს მარში დაყადაღებულია. მარში იურიდიული პირი არ არის, მაგრამ მის არაერთ აქტიურ წევრს ერთდროულად მოგვივიდა ეს სასიხარულო ცნობა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ერთობის გაქრობას ცდილობენ“
ბუნებრივია, ჩემს ანგარიშს დიდი ხანია ვერ ვიყენებ, რადგან დამოკლეს მახვილივით ჰქონდათ ეს ინსტრუმენტი და თვეებია უკვე, ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ გამოეყენებინათ.
ჯერ აფგან სადიგოვის დასაპატიმრებლად ჩვენი აქციის სქრინების გამოყენება და ეხლა ერთდროულად არაერთი ადამიანის დაყადაღება ჩემთვის მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ამ ერთობის გაქრობას ცდილობენ. მათი აზრით, მომენტიც სწორად შეარჩიეს, რადგან თვლიან რომ ახლა ვართ სუსტები.
საქმემან შენმანო… ხოდა, გეგმაც და საქმეც ბევრი გვაქვს და აქ რომ არ ვწერო, დანარჩენს დრო გვიჩვენებს, ვისი აჯობებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება