ლევან სანიკიძე: ევროპარლამენტი, სენატორები, კონგრესმენები, მსოფლიო ლიდერები ერთხმად აღიარებენ იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითია

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან სანიკიძე:
მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის საკითხისადმი მოქალაქის მიდგომა ჩემთვის მრავლისმთქმელია პირის პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე – შეუძლია თუ არა მას სიმპათიისა თუ ანტიპათიის მიღმა თეთრზე თეთრზე და შავზე შავის დარქმევა.
შეიძლება არ იყო მისი მხარდამჭერი, მაგრამ თუ იმის აღიარება გიჭირს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, მაშინ ბუნებრივად ხარ ივანიშვილის და პუტინის ბანაკის ნაწილი.
ევროპარლამენტი, სენატორები, კონგრესმენები, მსოფლიო ლიდერები ერთხმად აღიარებენ იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითია.
გუშინ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ “ოპოზიციური ალიანსის” მიერ შედგა პოლიტპატიმართა სია, სადაც არ იყო ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი.
ასეთ საკითხზე მეტი სიფრთხილე გვართებს, ნებისმიერი გადაუმოწმებელი ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს საერთო ბრძოლის კონტურებს და ქმნის დაძაბულობას.
ზემოხსენებული სია მომზადდა ინდივიდუალურად, პარტიების ჩართულობის გარეშე, კონკრეტული აქტივისტური ჯგუფის მიერ და ინიციატივით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამავე სიაში უკვე აისახა მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის საკითხის ნიველირება და ეჭქვეშ დაყენებას უბრალოდ შეუძლებელია.
გარდა იმისა, რომ მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნის საკითხის მსოფლიო მასშტაბით დაყენებაში დიდი როლი თავად მიხეილ სააკაშვილის ფიგურის პოლიტიკურმა გავლენამ ითამაშა, ამ საქმეში თავისი ფუნქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო ურთიერთობების გუნდსაც აქვს შესრულებული, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გაგრძელდება.
თავისუფლება მიშას!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!