ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოიძახეს ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში პუტინს ეახლა და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელებს უკოცნიდა მას

„ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა:
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოიძახეს ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში პუტინს ეახლა და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელებს უკოცნიდა მას.
დღეს კი სწორედ ის აძლევს ჩვენებას 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ.
ზოგიერთებო, კიდევ რა მტკიცებულება გჭირდებათ იმის დასანახად, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პუტინის დავალებით მიმდინარეობს?
დიახ, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა!
თავისუფლება მიშას!
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება