თეონა აქუბარდია: ალიევი თბილისში ბოლოს ღარიბაშვილის დროს, 2023 წელს იყო, მისი ჩამოსვლა მოულოდნელია, დაანონსებული არ ყოფილა – გეოპოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთვის უპირობო შესაძლებლობები იცვლება, ჩვენი ქვეყანა კი რეალობას მოწყვეტილია

საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს იცავენ – როგორც ჩანს,  მისი ფოტოების დაწვის საქმეზე რეაგირებს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ალიევის მოთხოვნას უკავშირდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევით გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ აღარ ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლის ვალდებულებაც აქვს, არა მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმებებით, არამედ ადგილობრივი კანონებითაც.

„სტრასბურგის სასამართლოს დროებით ზომად იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია არ შეიძლებოდა. როგორც მისი ადვოკატი საუბრობდა, ისინი მუშაობდნენ სადიგოვის ჰუმანიტარულ გაყვანაზე იმ ევროპულ ქვეყანაში, სადაც მისი ცოლ-შვილი სარგებლობს პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსით. მე სოციალურ ქსელში ვნახე, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ხაზგასმა და აქცენტი იყო მის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფოტოს დაწვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ეს ფაქტი იყო ყველაზე დიდი გამაღიზიანებელი „ქართული ოცნებისთვის“, რის გამოც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი დაარღვიეს, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა წინა ისტორია, მათ შორის აფხან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით. ახლა უკვე ეს არის მეორე შემთხვევა. პროცესები ძალიან სინქრონულად წავიდა – ჯერ აზერბაიჯანმა მოუხსნა მას ბრალი. მისი აყვანის სპეცოპერაციაც საკმაოდ მძიმე სანახავი იყო. გამთენიისას უამრავი ადამიანი მიუვარდა სახლში, აიყვანეს. სოციალურ ქსელში პოსტის გამო მოაწყვეს სასამართლო, შემდეგ გააძევეს. ეს მეტყველებს ერთ რამეზე – როგორც ჩანს,  მისი ფოტოების დაწვის ფაქტზე რეაგირებს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ალიევის მოთხოვნას უკავშირდება, იმიტომ, რომ ის ახლა აზერბაიჯანშია და ჯერჯერობით მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. ამის რისკი არსებობს, მაგრამ აქ მთავარი არის, რომ საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს იცავენ და ეს არის ძალიან საშიშია საქართველოს მომავლისთვის,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოს სადიგოვის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა, ფასის გადახდა მოუწიოს.

„სამწუხაროდა, შესაძლებელია, ქვეყანას ფასის გადახდა მოუწიოს, მათ შორის, ახალი საქმის წარმოების კუთხით სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ. უამრავი თანხა აქვს გადასახდელი საქართველოს უკვე იმ წაგებული არასწორი საქმეების გამო, რა მათ პოლიტიკურად სჭირდებოდათ. ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ ორგანიზაციამ, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებებს იცავს, უკვე მიმართა სტრასბურგს სასამართლოს ამასთან დაკავშირებით. დაველოდოთ, რა პასუხი იქნება,“ – აღნიშნა აქუბარდიამ.

ამასთან, მან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ილჰამ ალიევის ჩამოსვლა საკმაოდ მოულოდნელია, რადგან წინასწარ არ ყოფილა დაანონსებული.

აქუბარდია ფიქრობს, რომ ვიზიტი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ირანში არსებულ ვითარებას და ასევე, ახალ სატრანზიტო დერეფნებს.

„მესამე წელია პრეზიდენტი ალიევი საქართველოში არ ყოფილა. ბოლოს ის 2023 წელს იყო თბილისში, როდესაც  მასპინძლობდა. მისი ჩამოსვლა საკმაოდ მოულოდნელია, წინასწარ არ ყოფილა ეს დაანონსებული. ეს გარკვეულწილად მიჩენს განცდას, რომ ერთ მხრივ, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს ირანის კრიზისს. მეორე საკითხი არის ის ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ტრამპის მშვიდობით და ახალი დერეფნების მშენებლობის პროცესში აზერბაიჯანს გააჩნია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. მან დავოსის ფორუმზე ისაუბრა, რომ როდესაც რკინიგზის დაკავშირებადობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სრულად იქნებოდა უზრუნველყოფილი, საქართველო აღარ იქნებოდა საჭირო. გარკვეულწილად იცვლება გეოპოლიტიკა, მათ შორის, ის უპირობო შესაძლებლობები საქართველოსთვის, რომელიც აქამდე იყო, თუმცა საქართველო მოწყვეტილია რეალობას, ყველანაირ საუბარს, იქნება ეს ევროკავშირის ფორმატში შუა დერეფანზე, თუ ეს სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნების საკითხი,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შორსაა ილუზიისგან, რომ ყველაფერი დალაგდება, თუ „ქართული ოცნება“ არაფერს შეცვლის.

„ერთი წლის წინ მარკო რუბიო კითხვა რომ დაუსვეს კონგრესში, მან განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით -ს ჯერ არ ჰქონდა ჩამოყალიბებული ხედვა და ისინი საქართველოში მათ საელჩოსთან გადიოდნენ კონსულტაციას. შესაძლებელია, რომ ხედვის ნაწილი ჩამოყალიბებულია ამერიკის ინტერესების კუთხით, ირანის კრიზისის ფონზე. რუბიო განცხადებაში ხაზგასმა, რომ საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიას და შავი ზღვის რეგიონში შეერთებული შტატების ინტერესებს უსაფრთხოების კუთხით, სწორედ ამას მეტყველებდა. მეორე საკითხი, რაც შეერთებულ შტატებს აინტერესებს, არის დერეფნები მათ შორის, სამხრეთ კავკასიის გავლით. მიუხედავად ისა, რომ რუკაზე ვართ, საქართველო ამ კუთხითაც აბსოლუტურად ამოვარდნილია პროცესიდან. ამერიკის ინტერესების დაცვაზე რომ ღიად მიდის საუბარი და ამბობენ, რომ ყველაფრით დაიცავენ ამ ინტერესებს, აქ მთავარი კითხვაა, „ქართული ოცნება“ რას აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესებიც იყოს დაცული ამ პროცესში. მე შორს ვარ ილუზიისგან, რომ ყველაფერი დალაგდება, როგორც ამას 2 წელია „ქართული ოცნება“ ყალბად ამტკიცებს, თუ ისინი არაფერს ცვლიან. ასევე შორს ვარ იმისგან, რომ ამ ვითარებაში „ქართული ოცნება“ რაიმე ტიპის გულმოდგინებას და მსვლელობას აჩვენებს იმისკენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად, ცივილიზებული დასავლეთის მხარე დაიკავოს ამ კონფლიქტში. ისინი იბარებენ ყველა დასავლურ ელჩს, მათ შორის, BBC-ის ფილმის გამო დაიბარეს ბრიტანეთის ელჩი და ამ ვითარებაში არ იბარებენ ირანის ელჩს. ირანის ელჩის საჯარო განცხადება მუქარის ტონით იყო დაწერილი და დიახ, ეხებოდა საქართველოს. მან ინტერვიუშიც დაადასტურა, რომ საქართველოს ეხებოდა. ის მივიდა საგარეოში, რაც დამალა მაკა ბოჭორიშვილის უწყებამ. ეს აჩვენებს, რომ სუვერენულები არ არიან „ქართულ ოცნებაში“ და არ იცავენ სუვერენიტეტს,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

ამასთან, ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუღვივეთ“ და აღნიშნა, რომ ტყუილია, თითქოს, პორტთან დაკავშირებით ამერიკას ინტერესი არ აქვს.

„დღეს რომ ანაკლიის პორტი საქართველოს ჰქონოდა, მისი გეოპოლიტიკური წონაც მეტად მაღალი იქნებოდა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნებოდა და ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი დიდი ნახტომი საქართველოსთვის იმ მომავალში, რომელიც ყველას გვინდა. შესაბამისად, ეს საუბრები და თითის გაშვერა ამერიკისკენ პაპუაშვილი ხელით, რომ „იმათ არ უნდოდათ და ჩვენ რა გვექნა“, არის უსუსური თავის მართლების მცდელობა. ბოლო კვირების განმავლობაში მე ვუყურებ, როგორი დაძაბულები საუბრობენ „ქართლი ოცნების“ მოლაპარაკე თავები შეერთებულ შტატებთან მიმართებაში და როგორი შიში აქვთ. რადიკალურად იცვლება გეოპოლიტიკა, შეუძლებელია შეერთებულმა შტატებმა იმგვარად წააგოს ირანში კრიზისი, რასაც ისინი ელოდებოდნენ და ამან გავლენა არ იქონიოს საქართველოზე. ის, რომ მათ აღარც არანაირი ანალიტიკური ცენტრი არ აქვთ, არც გეოპოლიტიკაში გარკვეული პირი ჰყავს ივანიშვილს, რომელსაც მოუსმენს და დაუჯერებს, აჩვენებს იმას, რა დიდი ფასი დაუჯდება ქვეყანას (და უჯდება უკვე) მათი არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური, პარტიის ინტერესებზე მორგებული და შიშის ზემოქმედების ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება,“ – აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?