ზელენსკი: მსოფლიოს უდიდესი ხორბლის შემსყიდველი ქვეყანა, ეგვიპტე, აღარ მიიღებს მარცვლეულს, რომლის ექსპორტსაც მოსკოვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან ახორციელებს

მსოფლიოს უდიდესი ხორბლის შემსყიდველი ქვეყანა, ეგვიპტე, აღარ მიიღებს მარცვლეულს, რომლის ექსპორტსაც მოსკოვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან ახორციელებს | ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ეგვიპტელ კოლეგასთან, აბდელ ფათაჰ ელ-სისისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
💬 “პრეზიდენტმა მაცნობა, რომ ეგვიპტე აღარ მიიღებს მარცვლეულს, რომელსაც ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყიდის“. – ამბობს ზელენსკი, მისივე განცხადებით, ეგვიპტე დაინტერესებულია უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის გაზრდით.
🔴 Reuters-ის ცნობით, ეგვიპტე მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორი და რუსული მარცვლეულის მთავარი მყიდველია. სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანამ ამ სეზონზე დაახლოებით 7.6 მილიონი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინა.
🔴 2025 წელს რუსეთმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ორ მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული მოიპარა.