“ჩემი დათუნა 2 წლის და 9 თვის წინ ე.წ. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა… პასუხისმგებლობას კალაძეს ვაკისრებ”

“ჩემი დათუნა 2 წლის და 9 თვის წინ ე.წ. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა. ე.წ. სახელმწიფოს ვამბობ იმიტომ, რომ სად არის სახელმწიფო, პასუხისმგებლობა ნული. ეს არის სისტემური მკვლელობა. სისტემის ყველა რგოლი არის დაქვემდებარებაში მერიის მუნიციპალიტეტის.
რას აკეთებს ? – თბილისის მმართველობის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა ჩემი შვილი. იმ მრავალსართულიან შენობაში შექმნა უამრავი დეპარტამენტი. თვითონ დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა არ იციან, რომელ დეპარტამენტში არიან და იმათმა რა უნდა დაავალონ მის ხელქვეითს?
კითხვა მაქვს, თვითონ კალაძემ იცის, რა ევალება? მისი მოვალეობა იცის საერთოდ? თუ მისი მოვალეობაა ინფრასტრუქტურის განვითარება, შადრევნის გახსნა წინასაარჩევნოდ – ამის იქით მოვალეობა და ვალდებულება არ აქვს? პასუხისმგებლობას ვაკისრებ მას. როცა გაიგო კალაძემ რომ დედას შეხვედრა უნდა, რა მოიმოქმედა? – არაფერი. არანაირი კომუნიკაცია. ამიტომ მე დავასრულე, ჩემთვის დამნაშავე არის ეს პიროვნება” – ამბობს წყნეთში, სკვერში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული დათუნა ჟღენტის დედა, ქეთი ქავთარაძე TV Pirvel-თან ინტერვიუში.
🔴 2023 წლის 10 ივლისს, 15 წლის დათუნა ჟღენტი წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა სამთავრობო ზონაში მოხდა, სადაც მერია სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ბაღში დასასვენებლად თანატოლებთან ერთად შევიდა.