სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა და შემწეობის შემყურეა.
● შალვა პაპუაშვილი დეკლარაციის მიხედვით, 30 000 ლარს აპროცენტებს.
● დავით სონღულაშვილს 2,4 მილიონი ლარის სესხი ჰქონდა გაცემული.
● გიორგი ჭყონიას 1 მილიონი დოლარი აქვს გასესხებული.
● ირაკლი კირცხალიას – 4 მილიონი
● ლევან მაჭავარიანი – 75 000 ლარი
● გია ბენაშვილი 50 000 დოლარი
● ანტონ ობოლაშვილის ოჯახს 1,5 მილიონის სესხი აქვს გაცემული.
ამავე ქვეყანაში ცხოვრობს ქალი, 2 შვილით, რომელმაც სესხი დედის გადარჩენისთვის აიღო. დედას ვერ უშველა, სესხიც ვეღარ გადაიხადა.
ახლა გამოსახლებას ელოდება და შესაძლოა სასწაულსაც ელოდეს. იმ სასწაულს, რასაც ქართველები მაშინ ჩავდივართ ხოლმე, როცა ერთმანეთს ძალიან, ძალიან ვჭირდებით.
როცა ხელისუფლება არ ზრუნავს ხალხზე, ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და თუ რამეა ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, – უთუოდ ეს არის.
ვისაც რამდენი შეგვიძლია, 2 შვილის დედისთვის, რომელმაც დედისთვის აღებული სესხი ვერ დაფარა და ახლა ღია ცის ქვეშ დარჩენა ელის.
თიბისი ბანკი:
საქართველოს ბანკი:
მიმღები – მარიამ შურღაია

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”