ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი: მას შემდეგ რაც სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ თავშესაფარში, რამოდენიმე წუთში აგუგუნდა კრემატორიუმი… (ვიდეო)

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი:
ეს წუთია გორიდან მივიღე ვიდეო. გორის სახელმწიფო თავშესაფარში, სადაც იშვიათად თუ ჩართავდნენ კრემატორიუმის ღუმელს, მას შემდეგ რაც სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ თავშესაფარში, რამოდენიმე წუთში (ღამის 12 საათზე) აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის და ბეწვის საშინელი სუნი დგას. ეხლა დილის ოთხის ნახევარია და კრემატორიუმის ღუმელიდან კვამლი არ გაჩერებულა.
არ მინდა ვიფიქრო, რომ იქ ცოდვის ტირილი ტრიალებს. კატეგორიულად მოვითხოვთ გორის სახელმწიფო თავშესაფარისაგან პასუხს:
რა ხდება თქვენთან? დღევანდელ დღემდე ასე აგუგუნებული არასდროს ყოფილა კრემატორიუმის ღუმელი და სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანების თქვენთან შემოსვლის შემდეგ რატო ააგუგუნეთ ღუმელი?

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება