სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

მოქალაქეებისთვის მძიმდება კომუნალური ხარჯები ისე, რომ მიწოდების ხარისხი არ უმჯობესდება, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელექტროენერგიის გაძვირებას.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ელექტროენერგიის გაძვირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს კრიპტოვალუტის მაინინგს, რომლებიც, მისი შეფასებით, ენერგიას უფასოდ ან შეღავათიან ფასად იღებენ.

„დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო (ან შეღავათიანი ფასში მიწოდებულ ) ენერგეტიკას. ამას ეძახის სემეკის თავმჯდომარე მზარდ მოხმარებას!

რასაც ივანიშვილი და სხვები არ იხდიან თავიანთი მომგებიანი ბიზნესის წარმოებისთვის, წარმოადგენს სწორედ იმ საინვესტიციო დანაკლისს, რაც უნდა მოხმარებოდა ქსელის აღდგენას ან ახალ ინფრასტრუქტურას, ან კიდევ ტარიფების შენარჩუნებას.

ანუ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მდიდრდებიან, უცხო ინვესტორებს ( სამხრეთ კორეას, თურქეთს) იშორებენ, თუნდაც დიდი ჯარიმების ფასად და რიგითი მომხმარებელი ზარალდება.

ორი შედეგი დგება: მოქალაქეებისთვის მძიმდება კომუნალური ხარჯები (ასევე მოსალოდნელია ინფლაცია) ისე, რომ მიწოდების ხარისხი არ უმჯობესდება!

და სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე. ესაა და ეს!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ