„დილით დამირეკა ადგილობრივმა მოყვარულმა, მითხრა რომ ზუგდიდის ცენტრში დადის მანქანა. გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები.
ახალგაზრდა კაცმა მიჯიკავა, იქცეოდნენ აგრესიულად, აგდებულად. იქვე იყვნენ მერიის სამსახურების წარმომადგენლები და მერის მოადგილე – არავინ არ გაანძრია ხელი, ვეხვეწებოდი დახმარებას. მარშრუტკას, სადაც შეყრილი იყო ძაღლები, მოყვებოდა მეორე მანქანაც, იქ მჯდომმა ახალგაზრდა ქალმა ქუთაისში მიგვყავსო, როდის დავაბრუნებთ არ ვიცით — „ბუნებაში გავუშვებთო“— წერს ზუგდიდელი აქტივისტი, სალომე ფარცვანია სოციალურ ქსელში




