ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, -ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა

პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას [ვაშინგტონში გამართულ გლობალურ სამიტზე – “ერთად უკეთესი მომავლისთვის“] პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა – მათ შორის, -ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის – “ისტორია დაგიმახსოვრებთ როგორც ქალს, რომელმაც გააერთიანა 45 ქვეყანა და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად გადააქცია“ – გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი წერს, რომელიც აშშ-ში თამარ ბაგრატიონთან ერთად იმყოფებოდა.

”ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონისა და დელეგაციის ოფიციალური მიწვევა აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის ინიციატივის ფარგლებში გამართულ, ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გლობალურ სამიტზე – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ – უნიკალური შესაძლებლობა იყო, 45 ქვეყანასთან ერთად საქართველოს ხმა გაჟღერებულიყო მსოფლიო პლატფორმაზე, რაც გულისხმობს საქართველოს პოზიციონირებას იმ ქვეყნების წრეში, რომლებიც გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში მონაწილეობენ.

პირველი ლედის სიტყვით გამოსვლამ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა – მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის -„ისტორია დაგიმახსოვრებთ, როგორც ქალს, რომელმაც გააერთიანა 45 ქვეყანა და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად გადააქცია,“ – გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა.

მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი თამარის ინტერაქციები აშშ-ის პირველ ლედისთან, ასევე მოწვეული ქვეყნების პირველ ლედებთან, გლობალური სამიტის ინიციატივის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობისა და საერთო ხედვების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ასევე, სამიტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენა, სადაც საშუალება მოგვეცა გავცნობოდით განათლების მიმართულებით უახლეს ინოვაციურ სერვისებსა და ინსტრუმენტებს ისეთი გლობალური კომპანიებისგან, როგორებიც არიან – Starlink, Alpha, Adobe, Microsoft, Meta, OpenAI, Gemini. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სერვისებისა და ინსტრუმენტების ადაპტირება შესაძლებელია ქვეყნის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რაც ქმნის რეალურ და პრაქტიკულ საფუძველს განათლების სისტემის გაძლიერების, ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიმართულებით.

ვაშინგტონში საქართველოს პირველი ლედი დელეგაციასთან ერთად „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს, ბრაიან ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა და შეეხო მომავალი წლის კონგრესის საქართველოში ჩატარების პერსპექტივასა და სამომავლო თანამშრომლობას“, – წერს ბაია კვიციანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა