“იმ შემთხვევისთვის, თუ მტრები გამოჩნდებიან” – ლუკაშენკოსა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ფხენიანში და საჩუქრები: შაშხანა, არაყი, ვაზა ლუკაშენკოს გამოსახულებით (ვიდეო)

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც აქ­ვეყ­ნის ლი­დერს, კიმ ჩენს ინს შეხ­ვდა. მხა­რე­ებ­მა “თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის” ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მეს.

კიმ ჩენ ინი ლუ­კა­შენ­კოს თბი­ლად მი­ე­სალ­მა და თქვა, რომ ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა “ახალ ფა­ზა­ში შე­დის”.

ბე­ლა­რუ­სის ლი­დერ­მა ჩრდი­ლო კო­რე­ელ კო­ლე­გას ბე­ლა­რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის შაშ­ხა­ნა, შო­კო­ლა­დი, არა­ყი, შავი პური და სხვა­დას­ხვა ტკბი­ლე­უ­ლი ჩა­უ­ტა­ნა სა­ჩუქ­რად.

რო­დე­საც შაშ­ხა­ნა გა­დას­ცა, თან ასე მი­მარ­თა – “იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ მტრე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან”.

თა­ვის მხრივ, ბე­ლა­რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ კიმ ჩენ ინმა ლუ­კა­შენ­კოს აჩუ­ქა ვაზა, რო­მელ­ზეც ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იყო. კი­დევ ერთი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც ლუ­კა­შენ­კომ მი­ი­ღო, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბის­გან გა­მო­ჭე­დი­ლი ხმა­ლია.

შეხ­ვედ­რი­სას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ “ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა და­სავ­ლე­თის მხრი­დან ბე­ლა­რუს­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო ზე­წო­ლის წი­ნა­აღ­მდე­გია”.