„ჰელსინკის კომისია“ – “ქართული ოცნება” სასამართლოს იყენებს იარაღად ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც წარმოადგენს გამოწვევას მათი ძალაუფლებისთვის

“ქართული ოცნება” სასამართლოს, როგორც იარაღს იყენებს ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც წარმოადგენს გამოწვევას მათი ძალაუფლებისთვის , – ამის შესახებ განცხადებას -ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

ჰელსინკის კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია და სხვა ოპოზიციური ლიდერები კიდევ უფრო მძიმე მუხლებით განაჩენების წინაშე არიან.

„ელენე ხოშტარიას, ოპოზიციური პარტია “დროას” ლიდერი, პატიმრობის ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს “ქონების დაზიანებისთვის” იმისთვის, რომ გასულ სექტემბერს “რუსული ოცნება” მიაწერა თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერს.

ხოშტარია და სხვა ოპოზიციური ლიდერები ახლა კიდევ უფრო მძიმე განაჩენების შესაძლებლობის წინაშე დგანან – 7-დან 15 წლამდე პატიმრობის – ვითომდა “სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება