თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით, – ამის შესახებ ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით. ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიში აღწერს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას თეირანის მიმართ, და პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკას. „ქართული ოცნების“ მარიონეტი პრემიერ-მინისტრი 2024 წელს ირანში ორჯერ იმყოფებოდა და „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად იდგა. 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თანაგრძნობა გამოხატა აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპული ირანელი ტერორისტების მიმართ. ახლახან, 2 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ სამძიმარი გამოთქვა ირანის უზენაესი მასობრივი მკვლელის, ხამენეის სიკვდილის გამო“, – განაცხადა უილსონმა.
მისი თქმით, „ქართველი ხალხი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს იმსახურებს“.
„ქართველი ხალხი ომის დამნაშავე პუტინის მიერ გაყალბებულ არჩევნებს არ იმსახურებს, რომელიც თავის მაფიოზ თანამზრახველებს ხელისუფლებაში ნიშნავს. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია“, – აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.




