“ქართული ოცნება და მათ კმაყოფაზე მყოფი პროპაგანდისტები, ქართველ ქალზე აღმატებულად საუბრობენ ხოლმე.
ამ დროს კი რეჟიმმა 72 წლის დევნილ აზა ჩილაჩავას პროტესტისთვის ციხე გამოატარა!
9 შვილის დედა რამდენიმე დღით ციხეში გამოამწყვდია გზის გადაკეტვისთვის!
ახალგაზრდა გოგოს 3 დღით პატიმრობა მიუსაჯა ტროტუარზე დგომისთვის!
პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაზე საპასუხო სილისთვის 2 წლით გამოკეტა მზია ამაღლობელი!
ემიგრაციაში წასულ ქალებს, რომლებიც სხვისი მოვლით და მძიმე შრომით არჩენენ საკუთარ ოჯახებს და ავსებენ ქვეყნის ბიუჯეტს, ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა!
თავის ტიტუშკებს გოგოები აცემინა საარჩევნო შტაბთან და ბანერზე წარწერისთვის ქალს 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა!
ციხესთან მისულ სინდისის პატიმრის დედას 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სამართლის საპოვნელად ქუჩაში გამოსვლისთვის!
რეჟიმის სიტყვა ფარისევლურია,
მათი ქმედება – დანაშაულებრივი!
და თუ ვინმე სექტანტად შეიძლება იწოდოს, ეს ის ხალხია, ვინც სხვისი ჩაგვრით იხეირა, ვინც ნულოვანი თანაგრძნობით ადამიანები გაამწარა და ქვეყნის ინტერესი ერთი კაცის ინტერესს ანაცვალა!” | წერს მსახიობი კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში




