გიორგი გოგია: ელენე ხოშტარიას სისხლისსამართლებრივი დევნა ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ნაწილია

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, გიორგი გოგია ეხმაურება ელენე ხოშტარიასთვის წელიწადნახევრით პატიმრობის მისჯას.
💬„ოპოზიციის ლიდერისთვის საპროტესტო გზავნილის გამო პატიმრობის განაჩენი აშკარა მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად დაეცა დემოკრატიული სტანდარტები საქართველოში.
ელენე ხოშტარიას სისხლისსამართლებრივი დევნა ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამოხატვის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ნაწილია“, – წერს გიორგი გოგია X-ზე.
🔻დღეს პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის საქმეზე წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.