სამირა ბაირამოვა:
მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში.
პატივცემულო ჯანდარლები და ძვირფასო ქვემო ქართლის მოსახლეობა!
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სულიერი ლიდერის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთისა და სხუმ-აქანეთის მიტროპოლიტის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური გლოვა გამოცხადდა.
ჩვენ, აზერბაიჯანელები, საუკუნეების განმავლობაში ამ მიწაზე ვცხოვრობთ სხვა ხალხებთან ერთად მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის გარემოში და ყოველთვის პატივს ვცემდით მეზობლის ტკივილსა და მწუხარებას.
22 მარტი ემთხვევა ჩვენი სოფლის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ჩინარის დღესასწაულს. როგორც ყოველ წელს, წელსაც მოსალოდნელია, რომ სხვადასხვა სოფლებიდან ასობით ჩვენი თანამემამულე შეიკრიბება ამ ისტორიული ხის ირგვლივ, რათა ერთად გაიზიარონ დღესასწაულის სიხარული.
თუმცა, ქვეყანაში გამოცხადებული ოფიციალური გლოვის და ჩვენი სახელმწიფოსადმი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, გთხოვთ, ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში.
ამ მომენტში საჯარო ადგილებში მუსიკით აღნიშვნისგან თავის შეკავება არის როგორც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ არ მივცეთ საბაბი იმ ძალებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენს ხალხზე არასწორი წარმოდგენის შექმნას.
მოდით, ეს დღე აღვნიშნოთ ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ტოლერანტობის კულტურის ერთგულებით მუსიკის გარეშე და ქრისტიანული საზოგადოებისადმი სრული პატივისცემით. ასევე მოვუწოდებთ სხვა სოფლებიდან ჩამოსულ ყველა სტუმარს, გაგებით მოეკიდონ ამ მოწოდებას.
გმადლობთ თითოეულ თქვენგანს გაგებისა და სოლიდარობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზისა და წმინდა რამაზანის დღესასწაულებს!
გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს მიზანს და მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ტექსტი, რათა ყველამ მიიღოს ინფორმაცია.
წინასწარ გიხდით მადლობას!




