ნანი ბრეგვაძე: როგორც ყველა ქართველს, მეც მთელი ცხოვრება განცდა მქონდა, რომ პატრიარქი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. მუდმივად ვგრძნობდი მისი ლოცვის ძალას

ნანი ბრეგვაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს:
„როგორც ყველა ქართველს, მეც მთელი ცხოვრება განცდა მქონდა, რომ პატრიარქი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. მუდმივად ვგრძნობდი მისი ლოცვის ძალას. ბევრი წელი ერთად მოვდივართ და ჩემი შემოქმედების ყველა ეტაპი მისგან დალოცვილი იყო.
17 მარტს, საღამოს, შიშმა შემიპყრო, დილით, მისი ძალა ისევ ვიგრძენი…
პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან, დაღლილი, ვალმოხდილი და დაგვტოვა უფლის და მისი ლოცვის იმედით.
ღრმად დარწმუნებული ვარ, პატრიარქი გახდება წმინდანი და ზეციური საქართველოდან იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის მფარველი.“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ