-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება – რომელი საათიდან და რომელ ქუჩებზე იკრძალება გადაადგილება?

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, -ის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 21 მარტს თბი­ლი­სის მას­შტა­ბით ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ ერ­თობ­ლი­ვად გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შე­ზღუდ­ვა შე­ე­ხე­ბა რო­გორც კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ასე­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტსაც.

“21 მარტს, 15:00 სა­ა­თი­დან 00:00 სა­ა­თამ­დე ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით:

  • თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი, შალ­ვა და­დი­ა­ნის ქუჩა (იც­ვლე­ბა მი­მარ­თუ­ლე­ბა);
  • რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი – თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნამ­დე;
  • რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ყვე­ლა ქუჩა;
  • მე­ტე­ხის ხიდი, ევ­რო­პის მო­ე­და­ნი;
  • ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდი, ბა­რა­თაშ­ვი­ლის აღ­მარ­თი;
  • ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რი – სას­ტუმ­რო “მე­ტე­ხი­დან” მეტ­რო­სად­გურ “ავ­ლაბ­რის” მი­მარ­თუ­ლე­ბით;
  • ავ­ლიპ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი­სა და თე­ლა­ვის ქუ­ჩე­ბი, წურ­წუ­მი­ას ქუჩა, ახვლე­დი­ა­ნის მო­ე­და­ნი.

ამ პე­რი­ოდ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბით:

სო­ლო­ლა­კი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ნა­კა­დი ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩის გავ­ლით გორ­გას­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმოძ­რა­ვებს;

ზემო ვე­რა­ზე მოძ­რა­ვი ნა­კა­დი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლებს ბარ­ნო­ვის ქუ­ჩით, მრგვა­ლი ბა­ღის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩი­დან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩის გავ­ლით;

კოტე აფხა­ზის ქუ­ჩი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ შალ­ვა და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე (თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად არის შე­ზღუ­დუ­ლი); ლერ­მონ­ტო­ვი­სა და მა­ჩაბ­ლის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით მოხ­ვდე­ბი­ან ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ი­და­ნაც მოძ­რა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ სო­ლო­ლა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზირ­ზე მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ სას­ტუმ­რო “შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლა­სამ­დე”, სა­ი­და­ნაც ბო­ჭორ­მის ქუ­ჩის გავ­ლით მოძ­რა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ “სო­კა­რის” ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბი.

ამას­თან, ძა­ლა­ში რჩე­ბა, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე უკვე არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და თბი­ლი­სის მე­რია მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, სხვა შემ­თხვე­ვა­ში თავი შე­ი­კა­ვონ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით – რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა